თინა ბოკუჩავა - ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად, შეიძლება, კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ
ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად, შეიძლება, კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთობლივ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ 15 მაისის აქციის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ბევრ საკითხზე შევჯერდით, მათ შორის როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები, თუ საერთოდ გაგრძელდება და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის ოპოზიციამ. ასევე, კონკრეტული გეგმები შევიმუშავეთ, რომ კიდევ უფრო სერიოზულად გავაფრთხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღწევა.
ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გზავნილების გამკაცრებასთან ერთად, შეიძლება კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ. ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული განცხადებები ნახსენები იყო ევროპარლამენტარების განცხადებაში, საუბარი იყო, რომ შესაძლოა, საქართველოს შეუჩერდეს ფინანსური მაკროეკონომიკური დახმარების მიღება. იგივე საუბრებია ამერიკის კონგრესში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ დაზიანდეს და არ გახდეს სანქციების სამიზნე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროპარლამენტარები გავრცელებულ
განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.