თინა ბოკუჩავა - ცდილობენ, ქართული სახელმწიფო დაშალონ, ამას გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ, ოპოზიციასთან ერთად საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ
თინა ბოკუჩავა - ცდილობენ, ქართული სახელმწიფო დაშალონ, ამას გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ, ოპოზიციასთან ერთად საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ

ფაქტია, ცდილობენ, რომ დაშალონ ქართული სახელმწიფო, ჩამოშალონ ინსტიტუციები, ჩვენ, ბუნებრივია, ამას გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ოპოზიცია მიიღებს საერთო გადაწყვეტილებას.

„ოპოზიციასთან ერთად ჩვენ საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ, რადგან ეს მართლაც საერთო სახალხო საქმეა, ეს არის საქმე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. ფაქტია, რომ ამგვარი მოქმედებებით ივანიშვილი ცდილობს, დაშალოს ქართული სახელმწიფო, ჩამოშალოს ინსტიტუციები და მარტივ მამრავლებად დაშლილი სახელმწიფო ჩააბაროს რუსეთს, ეს არის ივანიშვილის მთავარი გეგმა, რომ ამერიკელების სანქციები დაარღვიოს, ამერიკას, დასავლეთს მთლიანად ზურგი შეაქციოს და ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩვენ, ბუნებრივია, ამას გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ. სხდომათა დარბაზში შევალთ თუ არა, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.