თინა ბოკუჩავა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-ში ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი სერიოზულად განიხილება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-ში ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი სერიოზულად განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნიშნდობლივია, რომ უშუალოდ სანქციების საკითხს კურირებს, კიდევ ერთი დასტურია იმის, რაც ვიხილეთ, მათ შორის, სენატორების წერილში, ისევე როგორც კონგრესმენების წერილში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზულად განიხილება სანქციების საკითხი. ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, ამ 83 მოღალატის და მოძალადეების წინააღმდეგ, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ, არბევენ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს ეწვია.