თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანთან დაკავშირებით, კანდიდატურის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანთან დაკავშირებით, კანდიდატურის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

საბოლოო გადაწყვეტილება ისანთან დაკავშირებით მიღებული არ არის და როდესაც იქნება, აუცილებლდ ვაცნობებთ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმზე შეხვედრას მართავს.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, თბილისსა და დანარჩენ ექვს ოლქში სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთ ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

„ამ ეტაპზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა. ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. ჩვენ ვიყავით ინიციატორი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მსხვილი პარტიაა,  წარმოდგენილი ვყოფილიყავით მხოლოდ ორ ოლქში, თბილისში და დანარჩენ ექვს ოლქში სხვა ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულიყვნენ ერთ ოპოიციურ კანდიდატზე, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა ნიკა მელიას მხრიდან.

მინდა, დაგიდასტუროთ, საბოლოო გადაწყვეტილება ისანთან დაკავშირებით მიღებული არ არის და როდესაც იქნება, აუცილებლდ ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.