თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე საზოგადოების დაყოფა პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად არასწორად მიაჩნია, – ამ თემაზე თინა ბოკუჩავამ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გახარიას უკანასკნელი იმედი არის სწორედ დანაწევრება და ამ დანაწევრების შედეგად, რამენაირად, საკუთარი სკამის შენარჩუნება, რადგან სხვანაირად მას ამის შანსი არ აქვს. დღეს საზოგადოება არის სრულიად ერთიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი, თუ არა პოლიტიკოსი, პარტიული ადამიანი, თუ საზოგადოებრივი აქტივისტი, ახალგაზრდა, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ყველა ვთანხმდებით და ამიტომ აქციაზე ჩემი აზრია, რომ ყველას მოსაზრება, ვინც ვიბრძოდით და ვინც მომავალშიც დავიცავთ ამ პოზიციას, ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან პრინციპულად უნდა ვიყოთ ერთად და ერთობლივად მივაღწიოთ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.