თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტთან ხმაურია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში შესვლას ითხოვს.

მისი თქმით, სურს პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვოს განმარტება, რატომ არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს შენობაში შესვლის საშუალება, რათა პრესკონფერენცია ჩაეტარებინა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ აპირებს პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს შესაბამისი მიმართვა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

მისივე თქმით, აქვს უფლება, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინებში შევიდეს, თუმცა მას გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ.

ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ არ აძლევენ საშუალებას, იკითხოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება თუ არა კაბინეტში სამუშაო დღეს.

ბოკუჩავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თანაშემწემ უპასუხა და აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი და მის მიღებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებდა.

თანაშემწის ამ განმარტებას, თინა ბოკუჩავას გაღიზიანება მოჰყვა. მან თქვა, რომ ვის ხვდება უფრო მნიშვნელოვან ადამიანს. ბოკუჩავა გაცხადებით, არჩილ თალაკვაძემ უნდა განმარტოს, რატომ არ აძლევს მალხაზ მაჩალიკაშვილს იმის უფლებას, რომ პარლამენტის შენობაში შემოვიდეს და პრესკონფერენცია გამართოს.