თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბრამდე დარჩა 100 დღე, დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების
დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ, ყველა ერთად, დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად 100 დღე, ასი დღე გამარჯვებამდე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ, ყველა ერთად, დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.