თინა ბოკუჩავა - ყველა პოლიტიკური ფიგურა ახლა უნდა გააქტიურდეს, მიუხედავად იმისა, სად იდგა გასულ წლებში
თინა ბოკუჩავა - ყველა პოლიტიკური ფიგურა ახლა უნდა გააქტიურდეს, მიუხედავად იმისა, სად იდგა გასულ წლებში

იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ, საკუთარი ინტერესები გვერდზე გადადონ და იფიქრონ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა გიორგი მარგველაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მარგველაშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„ყველა პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეიძლება რაიმე მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში და ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებს, ახლა უნდა გააქტიურდეს, მიუხედავად იმისა, თუ სად იდგა იგი გასული წლების განმავლობაში. მივესალმები, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გააქტიურებას. ქვეყნის ხსნა ასეთ აქტიურობასა და გაერთიანებაშია. ეს მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ, საკუთარი ინტერესები თუ წყენები გვერდზე გადადონ და იფიქრონ არა პერსონალური მოტივაციებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. დღეს ჩვენი ქვეყნის უპირატესი ინტერესი ივანიშვილის მოშორებაა, რათა ქვეყანა ამ სიღატაკიდან გამოვიყვანოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობა აღვადგინოთ, რომელიც ივანიშვილის პირობებში დაკარგულია და ქვეყანა წინ, ნორმალური განვითარების გზაზე წავიყვანოთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.