Oxford Economics-ის მიერ გაკეთებული მსოფლიო ქალაქების უახლესი მიმოხილვის მიხედვით, 2017-2035 წლებში, თბილისი იქნება უსწრაფესად მზარდი ევროპული ქალაქი, მშპ-ს თვალსაზრისით – წერს The Times.
„2035 წლისთვის, ლონდონი კვლავ შეინარჩუნებს ევროპის უდიდესი ურბანული ეკონომიკის მქონე ქალაქის სტატუსს, მიუხედავად იმ შიშისა, რომ შესაძლოა Brexit-მა ეს სტატუსი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
Oxford Economics-ის მიერ გაკეთებული მსოფლიო ქალაქების უახლესი მიმოხილვის მიხედვით, 2017-2035 წლებში, თბილისი იქნება უსწრაფესად მზარდი ევროპული ქალაქი, მშპ-ს თვალსაზრისით.
თუმცა, პროგნოზირებულია, რომ ევროპული ქალაქების ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით გაიზრდება სხვადასხვა რეგიონში და ბრიუსელი, ჰამბურგი, ფრანკფურტი, ვენა, ბარსელონა, ამსტერდამი და კოპენჰაგენი საერთოდ გაქრება მსოფლიოს ტოპ 100-ეულიდან“, – აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ სტატიაში.