Times of Israel-ი - თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნების გამო ისრაელი ოპტიმისტურად არის განწყობილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საკითხზე
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნების გამო ისრაელი ოპტიმისტურად არის განწყობილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საკითხზე, – ამის შემდეგ ისრაელელი მაღალჩინოსანი Times of Israel-თან აცხადებს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტრამპი ზეწოლას მოახდენს კატარზე და არა ჩვენზე, ღაზაში სამხედრო ზეწოლის გაზრდის გამო“, – ამბობს ანონიმურობის დაცვით მაღალჩინოსანი.
როგორც ცნობილია, კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებაზე ჯერჯერობით აღარ იშუამავლებს და სწორედ ამიტომ უნდა მოახდინოს ტრამპმა კატარზე ზეწოლა.
მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი არ შეაფერხებს იარაღის გადაცემას და არც ისრაელს შეაჩერებს ჰუმანიტარული საკითხების გამო.
„მოლაპარაკებები ამჟამად ჩიხშია“, – ამბობს წყარო.