The Times-მა საქართველო 2019 წლის მსოფლიოს 20 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა საქართველო 2019 წლის მსოფლიოს 20 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურისტულ სიაში საბერძნეთს, იტალიას, ჰოლანდიას, ინდოეთსა და სხვა პოპულარულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-7 ადგილზეა.
საქართველო, მითების ქვეყანაა, – წერს სტატიის ავტორი რიჩარდ მელორი.
„ეს არის ქვეყანა, სადაც შეიძლება პატარა ჯგუფური ტურების გამართვა. ჯოანა ლუმლის „Silk Road“ სერიების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ტურიზმის სპეციალისტის თქმით, კავკასიის რეგიონში მოგზაურობის საუკეთესო პერიოდი ივნისსა და სექტემბერშია, ასეთ დროს არც თუ ისე ცხელა და თქვენ შეგიძლიათ, იმოგზაუროთ მთებში, დაათვალიეროთ სხვადასხვა კუთხე, რომელთა შესახებაც მრავალი მითი არსებობს, ეწვიოთ ქვაფენილით მოკირწყლულ თბილისს, მოინახულოთ კლდეში ნაკვეთი ქალაქები, ულამაზესი ჩანჩქერები და დააგემოვნოთ მსოფლიო დონის ღვინო“, – წერს The Times-ის ჟურნალისტი.