ტილერსონი - აშშ და ევროკავშირი ირანის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ
აშშ და ევროკავშირი ირანის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან, ფედერიკა მოგერინისთან, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ, ერთობლივ ძალისხმევაზე ირანის ბირთვული პროგრამის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რათა ირანმა სრულად განახორციელოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავდროულად ჩვენ ვაღიარებთ, რომ ირანი დგამს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს რეგიონში. აშშ მიიჩნევს, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტები, მეამბოხე ჰუსიტებს, სწორედ ირანმა მიაწოდა, ასევე ირანი ახორციელებდა იარაღისა და მებრძოლების ექსპორტს სირიის კონფლიქტურ ზონებში და უწევდა მხარდაჭერას ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლას“. აღნიშნული საკითხები, ირანის ქმედება არ შეიძლება მხედველობის მიღმა და პასუხის გარეშე დარჩეს. ჩვენ ვაგრძელებთ ზომების მიღებას, რათა ირანმა გაიგოს, რომ ეს ჩვენთვის დაუშვებელია“, – აცხადებს რექს ტილერსონი.