ტიერი მარიანი - ევროკავშირის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო რეალისტურ მიდგომას ირჩევს, 2008 წელს ქართველები მარტო იყვნენ მოსკოვის წინააღმდეგ, დღეს მათ ბრიუსელის ლამაზი დაპირებებით ვეღარ აცდუნებთ
თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეული საქართველო, ევროკავშირის ზეწოლის მიუხედავად, რეალისტურ მიდგომას ირჩევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, 2008 წელს ქართველები მარტო იყვნენ მოსკოვის წინააღმდეგ.
„დღეს მათ ბრიუსელის ლამაზი დაპირებებით ვეღარ აცდუნებთ“, – წერს ტიერი მარიანი.