ხმაური იყო თიანეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც შესვლა და სხდომაზე დასწრება მოსახლეობამ მოითხოვა.
ისინი საკრებულოს თავმჯდომარისგან ითხოვდნენ პასუხს და არგუმენტებს იმაზე, თუ რატომ არ უჭერს საკრებულო მხარს 2018 წლის ბიუჯეტს.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაურმა მათ განუმარტა, რომ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს არ განიხილავდნენ და როცა განხილვა ჩაინიშნება, ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება ყველა დაინტერესებულ პირს.
საკრებულოს სხდომამდე, საკრებულოს შენობაში მოსახლეობა თიანეთის მერს შეხვდა.
თამაზ მეჭიაურმა ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.