თიანეთი და ახმეტა განახლებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს
თიანეთი და ახმეტა განახლებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს

თიანეთი-ახმეტას 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებულია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, შენდება ორი ახალი ხიდი და რეაბილიტირდება ერთი არსებული ხიდი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, მიწის სამუშაოები და წყალგამტარი მილების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია.