ტიაგო სანტოსი მიიჩნევს, რომ მან და დომინიკ რეიესმა დროებითი ტიტულისთვის უნდა იბრძოლონ
ტიაგო სანტოსი მიიჩნევს, რომ მან და დომინიკ რეიესმა დროებითი ტიტულისთვის უნდა იბრძოლონ

მას შემდეგ, რაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონ ჯონ ჯონს პოლიციასთან კვლავ პრობლემები შეექმნა, მისი მოწინააღმდეგეები დროებით ტიტულზე ალაპარაკდნენ.

ბრაზილიელმა ტიაგო სანტოსმა, რომელმაც ჯონსთან მსაჯთა უმრავლესობით დათმო ბრძოლა, აცხადებს, რომ UFC-იმ დომინიკ რეიესსა და მას შორის დროებით ტიტულზე დაპირისპირება უნდა ჩაატაროს.

„მე მივიჩნევ, რომ ჯონ ჯონსს დახმარება სჭირდება. მას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამას თავად აღიარებს. თუ ჯონმა მოისურვა მკურნალობა, მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში მე და დომინიკ რეიესმა დროებითი ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. გამარჯვებული კი მოგვიანებით ჯონსს შეხვდება“, – განაცხადა სანტოსმა.