ჯონსი ნგანუსთან დაპირისპირებაზე – ეს ჩვენი ეპოქის დიდი ბრძოლა იქნება [ვიდეო] #1TVSPORT

17:43, 10.04.2021

ლეგენდარულმა მებრძოლმა, P4P -ის რეიტინგის პირველმა ნომერმა, ჯონ ჯონსმა  UFC-ის მძიმეწონოსან ჩემპიონთან, ფრენსის ნგანუსთან მისი დაპირისპირების პერსპექტივაზე ისაუბრა. 

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაიმართება, – ციტირებს ჯონ ჯონსის სიტყვებს Fight Hype. – ეს იქნება ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა.

ძალიან სამწუხაროა, თუ ჩვენ რინგზე რთმანეთს ვერ შევხვდებით, მეტიც – ეს ტრაგედია იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩვენ მოთმინებით ვიცდით და ვაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ჩვენს ძალებშია“.

ჯონ ჯონსის ანგარიშზე 26 გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხია, ნგანუმ კი 16 ბრძოლა მოიგო და მარცხი სამჯერ იწვნია.

https://www.youtube.com/watch?v=6K8YS7sv2h4

მსგავსი