ჯონ მაკარტი - ნგანუს უაილდერზე ძლიერი დარტყმა აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
ჯონ მაკარტი - ნგანუს უაილდერზე ძლიერი დარტყმა აქვს [ვიდეო] #1TVSPORT

შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარულმა მსაჯმა, ჯონ მაკარტიმ ერთმანეთს დეონტეი უაილდერი და ფრენსის ნგანუ შეადარა.

ცნობილია, რომ მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, მძიმეწონოსან მოკრივეს, დეონტეი უაილდერს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს და ბრძოლების დიდი ნაწილი სწორედ ნოკაუტით აქვს მოგებული. კამერუნელმა გიგანტმა, ფრენსის ნგანუმ კი ცოტა ხნის წინ, სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა და მძიმე წონაში UFC -ის ჩემპიონობა მოიპოვა. 

„ვფიქრობ, რომ ნგანუ უფრო ძლიერად ურტყამს და ეს „პანჩ მანქანაზეც“ არის შემოწმებული – ამბობს ჯონ მაკარტი. – ამასთანავე, ნგანუ ფიზიკურად გაცილებით დიდია.

უაილდერი 201 სანტიმეტრია და მისი საბრძოლო წონა 98-103 კილოგრამს შორის მერყეობს. ნგანუ 193 სანტიმეტრია და ბევრს ცდილობს, რომ 120 კილოგრამს არ ასცდეს. როდესაც მას ახლოდან ხედავ, გგონია, რომ მონსტრს შეეჩეხე. უაილდერი ტექნიკურად უფრო ზუსტად და სწრაფად ურტყამს, მაგრამ როცა ნგანუ ხელს იქნევს, მის მუშტს უზარმაზარი სხეულის ინერცია მიჰყვება“.