დანა უაითი - ჯონსი და მიოჩიჩი ამ ზაფხულს იჩხუბებენ #1TVSPORT
დანა უაითი - ჯონსი და მიოჩიჩი ამ ზაფხულს იჩხუბებენ #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტმა მძიმე წონით კატეგორიაში მოქმედ ჩემპიონს, ჯონ ჯონსსა და ყოფილ ჩემპიონს (ასევე ორ წონით კატეგორიაში), სტიპე მიოჩიჩს შორის ორთაბრძოლა დაანონსა.

დანა უაითის განცხადებით, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებისთვის ნანატრი დაპირისპირება ამ ზაფხულს გაიმართება:

„ჯონსი და მიოჩიჩი ზაფხულში იჩხუბებენ. მათ შორის გამარჯვებული კი ტომ ასპინალს შეხვდება“.

ჯონ ჯონსს 29 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯონსი რეალურად არ დამარცხებულა და წაგება დისკვალიფიკაციის გამო ჩაუთვალეს. სტიპე მიოჩიჩის სტატისტიკა კი ასეთია – 20 მოგება და ოთხი მარცხი.