ჯონ ჯონსი ნგანუსა და მიოჩიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება
ჯონ ჯონსი ნგანუსა და მიოჩიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება

UFC-ის ხელმძღვანელმა მძიმე წონით კატეგორიაში ჯონ ჯონსის მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ჩემპიონმა ნახევრად მძიმე წონითი კატეგორია დატოვა და ქამრის მოპოვებას ახლა მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსნების დამარცხებით შეეცდება.

„ჩვენ ვიცით, რა სურს ჯონ ჯონს, – ციტირებს დანა უაიტის სიტყვებს TMZ Sports – მისი სურვილია, რომ სტიპე მიოჩიჩსა და ფრენსის ნგანუს შორის გამარჯვებულს შეხვდეს. ჯერ ეს ბრძოლა უნდა ჩატარდეს, შემდეგ, უკვე ზაფხულში ჯონ ჯონსი, შესაბამისად, ან მიოჩიჩს შეხვდება, ან ნგანუს“.

33 წლის ჯონსის ანგარიშზე UFC -ში ჩტარებული 26 ბრძოლაა, რომელთაგან 25 ლეგენდარული სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

18 მარტს, ლას ვეგასში კი მიოჩიჩისა და ნგანუს ორთაბრძოლა გაიმართება.