ტიაგო სანტონსს ჯონ ჯონსთნ რემატჩი სურს, ბრაზილიელი სხვა ბრძოლით დაინტერესებული არ არის
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე (lightheavyweight) წონითი დივიზიონის მებრძოლი ტიაგო სანტოსი ამ დროისთვის ტრავმას მკურნალობს. ბრაზილიელმა ათლეტმა UFC 239-ზე დივიზიონის ჩემპიონთან მსაჯთა უმეტესობის გადაწყვეტილებით წააგო და „ბოუნსს” ბევრი პრობლემა შეუქმნა. მას შემდეგ დაახლოებით 9 თვეა რაც ტიაგო მუხლის ტრავმას მკურნალობს და მისი თქმით მაისიდან აქტიურ ვარჯიშს განაახლებს.
ტიაგო სანტოსმა განაცხადა, რომ ის ტიტულის პრეტენდენტად აღარ განიხილება.
„ბევრი რამ შეიცვალა, ჯონ ჯონსის მოწინააღმდეგედ ახლა უკვე სხვა მებრძოლები განიხილებიან. ყველა მხოლოდ დომინიკ რეიესზე და იან ბლაჰოვიჩზე საუბრობს. UFC-დან დამიკავშირდნენ და ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო მეტოქე შემომთავაზეს. მე რა თქმა უნდა არ დავთანხმდი ამ წინადადებას. ვფიქობ, რომ ჯონსთან გამართული ბრძოლით მე ბევრი რამ დავამტკიცე და უფრო დიდ დაფასებას ვიმსახურებ. ნამდვილად ვერ დაგისახელებთ იმ მეტოქის სახელს ვინც შემომთავაზეს, რადგან ეს პრობლემებს შემიქმნის, თუმცა იმას გეტყვით, რომ თუ მე ამ ბრძოლაზე კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, ეს იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი. მე კი მხოლოდ წინსვლა მსურს“, – აღნიშნა სანტოსმა.