The Wall Street Journal - შვედეთის მთავრობა სავალდებულო ზომებს აწესებს მას შემდეგ, რაც კოვიდინფექციის აზვირთებული ტალღის შეკავება წარუმატებლად მთავრდება
The Wall Street Journal - შვედეთის მთავრობა სავალდებულო ზომებს აწესებს მას შემდეგ, რაც კოვიდინფექციის აზვირთებული ტალღის შეკავება წარუმატებლად მთავრდება

ახალი კორონავირუსის შეზღუდვებისგან დიდი თავშეკავების შემდეგ, შვედეთი თავის პანდემიურ ექსპერიმენტს ამთავრებს, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შვედეთი ზამთრის სეზონს შეზღუდვებით იწყებს და აკრძალვა ცხადდება მთელ რიგ საკითხებზე – დიდი თავყრილობებიდან დაწყებული, ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვებით და სკოლების დახურვით დამთავრებული.

„შვედეთის მთავრობა სავალდებულო ზომებს აწესებს მას შემდეგ, რაც ახალი კოვიდინფექციის აზვირთებული ტალღის შეკავება წარუმატებლად მთავრდება. შემოდგომის ბოლოს აზვირთებული ინფიცირების ტალღის შემდეგ, რამაც შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მოიტანა, შვედეთის მთავრობამ დასავლეთ ევროპაში უნიკალურ მცდელობაზე უარი თქვა და პანდემიის შეკავებას ნებაყოფლობითი ზომებით აღარ შეეცდება. სხვა ევროპელების მსგავსად, შვედები ზამთრის სეზონს მთელი რიგი აკრძალვებით იწყებენ”, – წერს The Wall Street Journal-ი.