The Wall Street Journal - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პენტაგონს ირანზე თავდასხმის ვარიანტების შემუშავების წინადადებით მიმართა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პენტაგონს ირანზე თავდასხმის ვარიანტების შემუშავების წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლებამ მსგავსი ინიციატივა გასულ წელს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, დიპლომატიური კვარტალის დაბომბვის შემდეგ წარადგინა. ვაშინგტონმა ინციდენტში მაშინ ირანისგან მხარდაჭერილ დაჯგუფებას დააკისრა.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გეგმის შემუშავება დაიწყო, თუმცა უცნობია, მიიღო თუ არა თეთრმა სახლმა საპასუხო კავშირი.
ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ემხრობიან.