ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა დაწერა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ამ სეზონის შემდეგ დატოვებს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ჟურნალისტმა ტომ მაკდერმოტმა გაარკვია, რომ მოურინიო უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის ზოგიერთი ნაბიჯით. პორტუგალიელის უკმაყოფილების კონკრეტული მიზეზი არ სახელდება.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოურინიოს გადაბირებით დაინტერესებულია “პარი სენ-ჟერმენი”. როგორც Manchester Evening News-მა გაარკვია, პარიზული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ჟოზეს აგენტს ჟორჟე მენდეშს.
ჟოზე მოურინიომ 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა “მანჩესტერ იუნაიტედი” და მასთან კონტრაქტი 2018-19 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.