The New York Times - ვლადიმერ პუტინი ხერსონის დატოვებაზე რუსი სამხედროების თხოვნას არ დაეთანხმა
The New York Times - ვლადიმერ პუტინი ხერსონის დატოვებაზე რუსი სამხედროების თხოვნას არ დაეთანხმა

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პირადად იღებს.

გამოცემა ამ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The New York Times-ის ინფორმაციით, პუტინი არ დაეთანხმა ხერსონის დატოვების შესახებ სამხედროების თხოვნას.

სტატიაში ნათქვამია, რომ ხერსონიდან გამოსვლით რუსი სამხედროები, ტექნიკის და პირადი შემადგენლობის შენარჩუნებას შეძლებდნენ, თუმცა ასეთი უკან დახევა, რუსეთის უკან დახევის კიდევ ერთი დამამტკიცებელი გარემოება იქნებოდა.

ხერსონი, უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, რომლის დაკავებაც რუსებმა თებერვალში შეძლეს და რჩება ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქად, რომელსაც მოსკოვი აკონტროლებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ნიშნავს, რომ პუტინი ფოკუსირებულია ნებისმიერ ფასად გამარჯვებაზე, რუსეთის არმია კი დაბნეულობაშია.