ბათუმში თევზაობის დროს სამი ადამიანი დაშავდა.
ანგისის დასახლებაში 58 წლის მამაკაცი და ორი 15 წლის მოზარდი მდინარეში თევზაობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო.
„მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც სამივე პირმა დამწვრობა მიიღო. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში, მოზარდები კი დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მიერ მიღებული დამწვრობა საკმაოდ მძიმეა.