თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი 9 მაისის ღონისძიებებზე დასასწრებად მოსკოვში არ გაემგზავრება
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი 9 მაისის ღონისძიებებზე დასასწრებად მოსკოვში არ გაემგზავრება.
ამგვარად, აშშ-ის პრეზიდენტმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებულ კრემლის მოწვევას უარით უპასუხა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის აფასებს მოწვევას, თუმცა საზეიმო ღონისძიებები მოსკოვში, აშშ-ში აქტიურ პოლიტიკურ სეზონს ემთხვევა.
როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსულმა მხარემ დიპლომატიური არხებით შეიტყო, რომ დონალდ ტრამპი 9 მაისისთვის მოსკოვში არ ჩავიდოდა.
ამასთან, კრემლისთვის ჯერ უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი აშშ-სგან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.