თეთრიწყაროში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სტიქია იყო ძირაგაში, ალექსეევკაში, ჭივჭავში, მაწევანში, ჩხიკვთაში, ჯორჯიაშვილში, ასურეთის ნაწილსა და ქალაქ თეთრიწყარო.
სტიქიამ ძირითადად ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
თეთრიწყაროს რაიონის რწმუნებულის, გიორგი ქორიძის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.
სახლებისა და სახურავების დაზიანების შესახებ ინფორმაცია გამგეობაში ჯერ არ შესულა.