თეთრიწყაროში დღეს „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა. შვიდდღიანი პაუზის შემდეგ გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების ძიება ეპიდემიოლოგებმა დილიდან განაახლეს.
დღეს კიდევ ხუთი კონტაქტია მოძიებული, რომლებიც მკაცრ საკარანტინო ზონაში გადავლენ. იმ ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე, სადაც ინფიცირებული ქალი ცხოვრობდა, ადგილობრივებს ტესტირება ჩაუტარდებათ.
გუშინ „კოვიდ 19“ შუა ხნის ქალს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. შემთხვევა სამედიცინო კლასტერის კონტაქტებთანაა დაკავშირებული.