თეთრიწყაროში დადასტურებული ორივე ახალი შემთხვევა „ექთნის კლასტერს“ უკავშირდება
თეთრიწყაროში დადასტურებული ორივე ახალი შემთხვევა საავადმყოფოს ექთნის კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ დაუდასტურა.
„დადასტურებულია კიდევ ორი შემთხვევა, ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის დედაა, მეორე კი, ექიმია. კონტაქტების რიცხვი 150-მდეა გაზრდილი. ლუგარის ლაბორატორიიდან უკვე ჩამოვიდნენ სპეციალისტები. ისინი ჯერ სოფლებში მუშაობენ. ალბათ მალე გადმოვლენ რაიონულ ცენტრშიც“, – განაცხადა გიორგი ქორიძემ.
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროში დღეს დადასტურდა.