თეთრიწყაროში ბოლო ორ დღეში გამოკვლეული 38 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორ დღეში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
დადასტურებული შემთხვევა სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება და აღნიშნული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი თეთრიწყაროში სულ 54 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ექვსი გამოჯანმრთელდა.