თეთრიწყაროში 195 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 195 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. მერიის ცნობით, ლაბორატორიაში 195 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ სულ 55 პირს აქვს დადასტურებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელდა.
დღემდე თეთრიწყარო წითელ ზონად რჩება და ჩაკეტილია.