თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ე.წ. ექიმთა კლასტერს განეკუთვნება, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ე.წ. ექიმთა კლასტერს განეკუთვნება, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თეთრიწყაროს მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ე.წ. ექიმთა კლასტერს განეკუთვნება.

მისივე თქმით, იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი განეკუთვნება ე.წ ექიმთა კლასტერს. ის მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, უბრალოდ გადამოწმებული იყო ხელმეორედ გუშინწინ და დაუდგინდა კორონავირუსი. გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. ერთ-ერთი ექთნის ოჯახის წევრი არის, რომელიც სახლში, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ის ექთანი მუშაობდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში“, – განაცხადა გიორგი ქორიძემ.

ქორიძის ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.