თეთრი სახლი საშობაოდ მზად არის. აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში სადღესაწაულოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს ავრცელებს.
„ეს არის წლის ყველაზე სასიხარულო დრო, როდესაც ჩვენ ვრთავთ თეთრ სახლს საშობაო სეზონისთვის. მადლობა მოხალისეებსა და თანამშრომლებს, ვინც ბევრი იშრომა სახალხო სახლის მოსართავად და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ჩვენი ოჯახის სახელით, ყველას ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ“, – ამბობს მელანია ტრამპი.
ტრამპების ოჯახი თეთრ სახლში შობას უკვე მეორედ აღნიშნავს. დეკემბერში თეთრი სახლი 100-ზე მეტ მიღებას უმასპინძლებს და 30 ათასზე მეტ ვიზიტორს მიიღებს.