ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ინციდენტი ჩრდილოეთის ჭიშკართან მოხდა. შემთხვევის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
ინციდენტის შესახებ უკვე ეცნობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.