თეთრი სახლის პრესმდივანი - თითოეული ამერიკელისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება აზრს მოკლებულია
თეთრი სახლის პრესმდივანი - თითოეული ამერიკელისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება აზრს მოკლებულია

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეილი მაკენანის თქმით, თითოეული ამერიკელისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება აზრს მოკლებულია. ამის შესახებ განცხადება მაკენანიმ ჟურნალისტებისთვის ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოდით, ტესტირების მითი დღესვე დავამსხვრიოთ. თუ ჩვენ დღეს თითოეულ ამერიკელს ჩავუტარებთ ტესტს, მაშინ ამის გაკეთება რამდენიმე საათში ისევ მოგვიწევს, რადგან თეორიულად კორონავირუსით ინფიცირება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ეს განცხადება მაკენანიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხეს, რამდენად უსაფრთხოდ ჩაითვლება, თუ აშშ-ის მოქალაქე სამსახურში კორონავირუსზე ტესტის გაკეთების გარეშე დაბრუნდება.

„ის მოსაზრება, რომ ყველას სჭირდება ტესტი, აზრს მოკლებულია. ტესტირება სჭირდება დაუცველ მოსახლოებას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.