თეთრი სახლის პრესმდივანი - ივნისში, თეთრ სახლში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარება გვსურს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სჯერა, რომ ივნისში, თეთრ სახლში „დიდი შვიდეულის“ სამიტი ჩატარდება და ეს იქნება ე.წ. „დიდი გახსნის“ ყველაზე კარგი მაგალითი, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანიმ გააკეთა.
„ჩვენ გვსურს, რომ ასე მოხდეს. ვფიქრობთ, ასეც იქნება და მსოფლიო ლიდერებიც ამავე აზრზე არიან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.