თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებას უახლოეს ხანში არ დაიწყებს
აშშ შენგენის ზონიდან მომავალი მგზავრების მიღებას უახლოეს ხანში არ დაიწყებს,- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ განაცხადა.
„ჩვენ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით გრაფიკი არ გვაქვს. პრეზიდენტის მთავარი სადარდებელი არის ამერიკელი ხალხის დაცვა. მოგზაურობაზე შეზღუდვამ ამერიკელების სიცოცლხე გადაარჩინა“, – განაცხადა მაკენანიმ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან მოგზაურების მიღებაზე შეზღუდვა 30 დღით დააწესა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს აკრძალავა ძალაში დარჩება, ვიდრე ევროპაში ვითარება არ გამოსწორდება.
გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატები და ევროპელები, ვისაც აშშ-ში მუშაობის უფლება აქვთ.