თეთრი სახლის პრესმდივან კელი მაკენანის კორონავირუსი დაუდასტურდა

20:29, 05.10.2020

თეთრი სახლის პრესმდივანს, კეილი მაკენანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ​კეილი მაკენანის თქმით, ამჟამად მას სიმპტომები არ აღენიშნება.

„პოზიტიური ტესტის შემდეგ, მე ვიწყებ კარანტინის პროცესს და დისტანციურად გავაგრძელებ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობას“, – წერს თეთრი სახლის პრესმდივანი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდათ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს.

მსგავსი