თეთრი სახლის მიმდებარედ პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა სამუელ მენამ თავის დაწვა სცადა
თეთრი სახლის მახლობლად პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილემ, ჟურნალისტმა სამუელ მენამ თავის დაწვა სცადა.
შემთხვევა აქციის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მოხდა, როცა აქციაზე 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი იყო შეკრებილი.
როგორც უცხოური მედია წერს, მენამ მოახერხა მარცხენა მკლავზე ცეცხლის მოკიდება, თუმცა პოლიციელებმა და აქციის მონაწილეებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ამასთან, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, სამუელ მენა იმედგაცრუებული იყო პროფესიით ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ომის გაშუქების გამო და დამნაშავედ მიიჩნევდა თავს.
„მე ჟურნალისტი ვარ და ჩვენ ამას უგულებელვყოფთ, ჩვენ ვავრცელებთ დეზინფორმაციას“, – აცხადებდა სამუელ მენა.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.