თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი მელანია ტრამპის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი გახდება
თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი გახდება. ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პირველმა ლედიმ დაწერა.
სტეფანი გრიშემი ამ თანამდებობაზე სარა სანდერსს შეცვლის, რომელიც პოსტს ივნისის ოლოს დატოვებს.
„ის ჩვენთან ერთად იყო 2015 წლის სექტემბრიდან. ვერ წარმომიდგენია უკეთესი კანდიდატი, რომელიც იშრომებს აშშ-ის ადმინისტრაციისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს მელანია ტრამპი.
სტეფანი გრიშემი 42 წლისაა. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია. 2015 წელს გრიშემი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრეს მდივანი იყო.