თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მუშაობის ხელმეორედ შეჩერებას არ გამორიცხავს
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მუშაობის ხელმეორედ შეჩერებას არ გამორიცხავს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მუშაობის ხელმეორედ შეჩერებას არ გამორიცხავს. მიკ მალვეინის განცხადებით, თუ კონგრესი სასაზღვრო კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდება, აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შესაძლოა, ისევ შეიზღუდოს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დაბრკოლების შექმნაში დემოკრატების პარტია დაადანაშაულა და თქვა, რომ აღნიშნული პარტიის რადიკალურად განწყობილი ნაწილი კედლის მშენებლობისთვის 5.7 მილიარდი დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 800 მილიონი დოლარის გამოყოფას თანხმდება, რაც აბსურდულად მცირე რიცხვია.

ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასარიდებლად დაწყებული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია და კონგრესში შეთანხმების მიღწევის 50 პროცენტი არსებობს.