თეთრი სახლი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს აშშ-ს ან მის მოკავშირეებს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. ბაიდენმა პუტინთან აშშ-სთვის შემაშფოთებულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის იყო „სოლარ ვინდსზე“ კიბერთავდასხმა, შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხებიც.

თეთრი სახლის ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ იმოქმედებს მტკიცედ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს აშშ-სა ან მის მოკავშირეებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ გამჭვირვალე და მუდმივ კომუნიკაციას.