თეთრი სახლი პოლიციის რეფორმის შესახებ დოკუმენტს უახლოეს მომავალში წარადგენს
თეთრი სახლი პოლიციის რეფორმის შესახებ წინადადებებს უახლოეს მომავალში წარადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, კეილი მაკენანიმ განაცხადა.
პრესმდივნის განმარტებით, დოკუმენტში საბოლოო შესწორებები შეაქვთ, რის შემდეგაც მას საზოგადოებას წარუდგენენ.
აღსანიშნავია, რომ რასიზმისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სამართალდამცველთათვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე, აღნიშნული დოკუმენტის დღის წესრიგში არ დგას.
მასშტაბური არეულობები ქვეყანაში 25 მაისს ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც დაკავების მომენტში, პოლიციის მიერ ე.წ. მახრჩობელა ილეთის გამოყენებას ემსხვერპლა.