თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება
თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება

თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია ისრაელელებთან, რომ ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა არის უმთავრესი პასუხისმგებლობა“, – დაწერა ფსაკიმ.

ეს განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას სექტორში განადგურდა შენობა, რომელშიც საერთაშორისო მედიასაშუალებების, კერძოდ „ალ ჯაზირასა“ და „ესოშიეტიდ პრესის“ ოფისები იყო განთავსებული. ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, შენობაში მდებარეობდა „ტერორისტული სამიზნეები“ და ნაგებობაში მყოფ პირებს ევაკუაციისთვის დრო მისცეს.