თეთრი სახლი - მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია
თეთრი სახლი - მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია

თეთრ სახლში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, პრეზიდენტ ბაიდენის გამოცდილი ხელმძღვანელობის წყალობით, ნატო ახლა ყველაზე დიდი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ალიანსია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია, ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.