თეთრი სახლი მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თეთრი სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტ მაიკ პენსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს თავის რეზიდენციაში უმასპინძლა.
„ორივემ დაადასტურა აშშ-საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის მისიასა და გლობალურ უსაფრთხოებაში. ვიცე-პრეზიდენტმა მიულოცა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი, დაუდასტურა აშშ-ის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. ორივე ლიდერმა პირობა დადო, რომ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას მომავალშიც გააგრძელებენ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმავაშინგტონში, საკუთარ სახლში
უმასპინძლა.