თეთრის სახლის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი რეპერი კანიე უესტი ხუთშაბათს დონალდ ტრამპთან ისაუზმებს. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა.
როგორც სარა სანდერსმა განაცხადა, რეპერი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტის სიძე და მრჩეველ ჯარედ კუშნერთან.
„განსახილველ თემებს შორის იქნება აშშ-ში წარმოების განვითარება, სასჯელაღსრულების რეფორმა და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლა, რათა ჩიკაგოში ძალადობა შემცირდეს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
შეგახსენებთ, კანიე უესტი მანამდე აშშ-ის აფროამერიკელმა მოქალაქეებმა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან რეპერმა რამდენჯერმე ღიად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს.
აპრილში NBC-ის პირდაპირ ეთერში კანიე უესტი გამოცხადდა ქუდით, რომელსაც დონალდ ტრამპის საარჩევნო სლოგანი ეწერა.