თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთს გადამწყვეტად უპასუხებს
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ნათლად თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთს გადამწყვეტად უპასუხებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ „რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ფართო ადამიანურ ტანჯვას და რუსეთის პოზიციებს შეამცირებს“.
„უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრის თაობაზე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრას განახორციელებს, შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებენ და რუსეთს სწრაფ და მძიმე ხარჯებს დააკისრებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ფართო ადამიანურ ტანჯვას და რუსეთის პოზიციებს შეამცირებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მზად არის, ჩაერთოს დიპლომატიაში, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, თანაბრად მზად ვართ სხვა სცენარისთვის“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.