თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტ ბაიდენს ჰქონდა სატელეფონო კონფერენცია ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან და მათ ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ, განეხილა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების სტატუსი და მიეცა მითითებები, გაეგრძელებინათ დიპლომატიური ძალისხმევა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციისთვის და მიმდინარე კონფლიქტების დეესკალაციისთვის,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს მისცა მითითება, „კიდევ უფრო გააძლიეროს აშშ-ის სამხედრო ძალების თავდაცვითი პოზიცია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აგრესიის შესაკავებლად.“